საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ისრაელის ტურიზმის მინისტრთან

ა.წ. 9 აპრილს, საქართველოს ელჩი ბატონი პაატა კალანდაძე, იერუსალიმში საქართველოს საპატიო კონსულის, ბატონი იგალ ამედის თანხლებით, ეწვია ისრაელის ტურიზმის მინისტრს, ბატონ იარივ ლევინს.

აღნიშნული შეხვედრა შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის თემას. ბატონმა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნეს ხსენებულ სფეროში არსებული  კავშირების გაღრმავება და გაძლიერება.

 განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმო  ისრაელის ტურიზმის ინფრასტრუქტურაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც მხარეებმა განსაზღვრეს გასატარებელი ღონისძიებები.