საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველისა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივნისს.

საქართველოს ელჩები ისრაელის სახელმწიფოში:

პაატა კალანდაძე (2014-დღემდე)

არჩილ (აბესალომ) კეკელია (2012–2014)

ვახტანგ ჯაოშვილი (2008–2012)

ლაშა ჟვანია (2005-2008)

რევაზ გაჩეჩილაძე (1998-2004)

 

 

თანამშრომლობის სფეროები:

  • რეგულარული ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგი,
  • საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა. შექმნილია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები.
  • თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში:
  • ქართული კულტურის, მისი უმდიდრესი ტრადიციების ისრაელის საზოგადოებისათვის წარმოჩენა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს ისრაელელ ტურისტთა ნაკადის ზრდას საქართველოში;
  • ისრაელში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,

- ისრაელში ქართულენოვანი ტელეარხისა და რადიოს ფუნქციონირება;

- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლების ცენტრის "მაშავის" ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებზე ქართველი სპეციალისტების გადამზადება.