საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქესრომელსაც საქართველოს წინაშე აქვს  განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

სახელმწიფო ინტერესის საკითხის შეფასების მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ შეიძლება მხედველობაში მიიღოს:

  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს ეკონიმიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს/შეიტანა;
  • სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

 

გაითვალისწინეთ: საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, მოქალაქეობის საკითხთა კომისია უფლებამოსილია სხვა ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე.

 დაინტერესებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს: 

  • დადგენილი ფორმის განცხადება (იხილეთ ქვემოთ);
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა (თუ სრულწლოვანი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  •  2 ფოტოსურათი.
  • მომსახურეობის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი. 

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. 

შენიშვნა:

არასრულწლოვანის  პირის  მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის (არსებობის შმთხვევაში) წერილობითი  თანხმობა

14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მისი თანხმობით.

 

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებ 

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით ენიჭება პირს, თუ:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) მის მიმართ არ არსებობს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. http://www.matsne.gov.ge 01011000069081016002

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისწესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს: 

ა) იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

ბ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაბადების მოწმობა;

ბ) იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

გ) არასრულწლოვანის მშობლისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მშობლის თანხმობა;

ზ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მისი თანხმობა.


საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების განცხადება

1. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვაქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018  წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მშობლის თანხმობა;

დ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

  

דרישות לקבלת אזרחות גאורגיה לאנשים בעלי אזרחות ישראלית

 

אזרח ישראלי שמעוניין לקבל אזרחות גאורגיה צריך לגשת למשרד המשפטים בגאורגיה או

במחלקה קונסולרית של שגרירות גאורגיה בישראל.

רשימת המסמכים שמבקש האזרחות גאורגית צריך להגיש:

 

טופס בקשה על שם נשיא גאורגיה (אפשר למלא בגאורגית, באנגלית או ברוסית                                

תעודת לידה                                                                                                                                               

2 המלצות של אזרחי גאורגיה עם הצילום הדרכון או תעודת זהות גאורגית של הממליצים

צילום ותרגום (בגאורגית)  של דרכון ישראלי

2 תמונות דרכון (3/4) צבעוניות

אם אזרח שינה שם, שם משפחה או נתון אישי אחר, יש צורך לתרגם את המסמך המעיד על השינוי בשפה גאורגית מאומת על ידי נוטריון ועם אפוסטיל

קבלה מבנק על תשלום 170$ (משלמים אחרי הגשת מסמכים)

 

ייתכן שבמקרים מסוימים משרד המשפטים של גאורגיה יבקש מסמכים נוספים.                         

זמן המתנה על החלטת הענקת/סירוב לאזרחות גאורגית לא יעלה על תשעים יום מהיום שהוגשו את כל המסמכים הדרושים.                                                                                                                            

במקרה של סירוב על הענקת  אזרחות גאורגית סכום ששולם, לא יוחזר. 

 

ניתן להוריד טפסים בקבצים המצורפים למטה.                                                                                       

 

   

საგამონაკლისო წესით მინიჭების განცხადება
აღდგენის წესით მინიჭების განცხადება
ფიცი
შენარჩუნების განცხადება
რეკომენდაცია