საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

 

ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურისა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ერთობლივი განცხადება

 

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან  მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა ა.წ. 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფილობითი დაბრუნების დეპარტამენტი (სამუშაო საათები: 08:00-15:00, ტელ: 036982059 036982059 და 036982061) ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს, ტელ: 036093206

 

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:

-         საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური; 

-         მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში (აღნიშნულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2258&lang=1); 

-         ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად, შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას; 

-         ფინანსური უფლებების რეალიზაციაში ხელშეწყობა ისრაელის “დასაქმების  კანონში” დადგენილი წესით;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ტელ: 036093206

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის!











საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრმა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამბის განსახორციელებლად.რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნულიპროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

 

  • სოციალური პროექტების დაფინანსება
  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
  • პროფესიული სწავლება
  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
  • იურიდიული დახმარება
  • საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება
  • აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები
  • (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:
  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი
  • თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი";
  • ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
  • ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაშიგთხოვთ,

დაგვიკავშირდეთტელ: (+995) 32 243 11 00 (+995) 32 231 13 37

ელფოსტაreintegration@mra.gov.ge

მისამართითამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერიWWW.MRA.GOV.GE


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ საქართველოში,  ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ 6 თვე.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე:

64 Mivtza Kadesh Street, Bnei Brak.

თელ ავივი, ისრაელი

ტელეფონი: 03-6227903

 

საერთაშორისო მიგრაციისა და ინტეგრაციის ცენტრმა (CIMI) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით ისრაელში მცხოვრები მიგრანტებისთვის შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მათ ნებაყოფლობით დაბრუნებას სამშობლოში. ნებაყოფლობით დაბრუნების და რეინტეგრაციაში დახმარების პროგრამა ემსახურება  მიგრანტების ნებაყოფლობით დაბრუნებას  საქართველოში. პროგრამის მიზანია მიგრანტებს გაუადვილოს საკუთარ ქვეყანაში რეინტეგრაცია. პროგრამა მოიცავს  ინდივიდუალურ კონსულტაციას, ასევე ხელმისაწვდომობას მცირე გრანტებზე საქართველოში, რაც  თავის მხრივ ხელს უწყობს რეინტეგრაციის პროცესის წარმატებას. გრანტები შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად, ასევე პროფესიული ტრეინინგის დასაფინანსებლად და საშემოსავლო საქმიანობის დასაწყება.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

სპეციფიკური საჭიროებების მქონე მიგრანტებს, რომლებიც იმყოფებიან ისრაელში, სურთ სამშობლოში დაბრუნება და ვინც საჭიროებს ამაში დახმარებას.

მიგრანტები, რომლებსაც შეუძლიათ ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამით სარგებლობა:

- ოჯახები და მარტოხელა მშობლები ბავშვებით, ორსული ქალბატონები

- მიგრანტები, რომლებსაც ესაჭიროებათ მედიკამენტებით დახმარება დაბრუნების პროცესში ან საქართველოში ჩასვლის დროს, შესაძლებელია სამედიცინო ესკორტიც

- ტრეფიკინგის მსხვერპლი

- მიგრანტები, ვისაც არა აქვს სამგზავრო დოკუმენტის აღების ფინანსური საშუალება

- სხვა შემთხვევები განიხილება ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე

ნებაყოფლობით დაბრუნების და რეინტეგრაციაში დახმარების პროგრამაში ჩართვის ეტაპები:

1.      ინტერვიუ საერთაშორისო მიგრაციისა და ინტეგრაციის ცენტრის წარმომადგენელთან

2.      მგზავრობის ორგანიზება, მათ შორის სამგზავრო დოკუმენტების აღება და აეროპორტში ტრანსპორტირება

3.      სამედიცინო დახმარება საჭიროების შემთხვევაში

4.      საქართველოში გამგზავრება, აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო ესკორტი  და ჩასვლისთანავე  დახმარების მიღება

5.      რეინტეგრაციის შესახებ კონსულტაცია და დახმარება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოში

6.      დაბრუნების და რეინტეგრაციის პროცესის შეფასება/მონიტორინგი

 

რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი სახის დახმარება:

- ისრაელის დატოვებისას თითოეული პირი მიიღებს 100 აშშ დოლარს ნაღდი ფულით, რათა დაფაროს  პირველადი ხარჯები გამგზავრებამდე და საქართველოში დაბრუნებისას.

- ხოლო საქართველოში ჩასვლის შემდეგ, დახმარების მიმღებ პირებს დააკავშირებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM), კონსულტაციის და რეინტეგრაციის გრანტის მიღების მიზნით. ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი გრანტის ოდენობა შეადგენს 750 აშშ დოლარს, რომელიც  გადაეცემა თავად დახმარების მიმღებს ან პირდაპირ მომსახურების მიმწოდებელს.

 

* გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნული ორივე გრანტი გადაეცემა თითოეულ პირს, რომელიც ბრუნდება საქართველოში, მათ შორის ორსულ ქალებს (ორსული ქალი იღებს გრანტს, როგორც თავის თავზე, ასევე ახალშობილზე, თუ ბავშვი დაიბადება საქართველოში დაბრუნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

გრანტის ფარგლებში ანაზღაურდება:

- ტრანსპორტირება

- იურიდიული დახმარება, მაგ. მიმართვა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად.

- მცირე ბიზნესში დახმარება, მაგ. საშემოსავლო საქმიანობის დაწყება

- დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მაგ. ბინის დაქირავება

- სამსახურის ძებნაში დახმარება

- მატერიალური დახმარება, მაგ. რეინტეგრაციისთვის აუცილებელი საგნების შეძენა

- სამედიცინო დახმარება

- ტრეინინგი და სასწავლო პროცესი, მაგ. პროფესიული სწავლების კურსები და სკოლის გადასახადი ბავშვებისთვის.


CIMI

საკონტაქტო ინფორმაცია

თელ ავივი - იაფო

ხაშმონაიმის ქუჩა - II სართული

ტელ: +972-3-609-8440

მობილური: +972-54-218-9117

 

იერუსალიმი

შლომციონ ჰამალკას ქუჩა 10/3

ტელ: +972-2-589-9666

ფაქსი: +972-2-589-9660

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბროშურა: