საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის სტუმრობა კომპანია ,,Ackerstein“-ში

 

.. 3 ივლისს, საქართველოს ელჩი ბატონი პაატა კალანდაძე . აშდოდში ესტუმრა კომპანია ,,Ackerstein“- ის საწარმოს

,,Ackerstein“- ლიდერია ისრაელის სამშენებლო სფეროში და ცნობილი ბრენდია მსოფლიოში, რადგანაც  80 წლიანი გამოცდილება, სამუშაო მასალის მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი კომპანიას საშუალებას აძლევს შეასრულოს ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტები განსაკუთრებული დიზაინით და არქიტექტურული მოთხოვნებით. დღეისათვის კომპანია მუშაობს  ექვსი ძირითადი მიმართულებით: სამოქალაქო ინჟინერია და ინფრასტრუქტურალანდშაფტის დიზაინი, აკუსტიკური და საყრდენი კედლები, სილიკატი, ბეტონის არქიტექტურა, სახურავის ფილები.

საქართველოს ელჩთან საუბრისას, კომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოში ,,Ackerstein“-ის საწარმოს გახსნის თაობაზე.