საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია „ქნესეთში“

მიმდინარე წლის 9-10 ივლისს, ისრაელის სახელმწიფოს  „ქნესეთისმიერ სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელთათვის ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, . იერუსალიმს ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პირველი ვიცე-სპიკერის ქალბატონ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით. ხსენებულ ღონისძიებაში, რომელიც „ქნესეთის“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩატარდა, მონაწილეობდა 33 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 65-მდე წარმომადგენელი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ისრაელისქნესეთისსპიკერი იული ედელშტეინი.

 ქ-ნმა თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულდისკუსიებში (თემები „მულტიკულტურული საზოგადოება“, „ისრაელის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე“).