საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგო

07.08.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისში ვიზიტით მყოფ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ტერიტორიული მთლიანობისათვის  დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. 

აღსანიშნავია, რომ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლები თბილისს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით ესტუმრნენ, რაც მათი მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ნაწილებოდა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს. მათ ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში 6-7 აგვისტოს გაიმართ