საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აწ. 29 სექტემბერს ქართული დიასპორა ისრაელში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაკარგული გმირების ხსოვნისათვის ლოცულობს

ამა წლის 29 სექტემბერ, ქ. ლოდში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და „ქართულ სახლში“ საქართველოს საელჩომ, „საპატრიარქომ, დიასპორულმა ორგანიზაციამ „მამული“ და „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრმა“ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდის შემდეგ, „ქართულ სახლში“ დაღუპული გმირების ხსოვნის საღამო გამართა. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ისრაელში საქართველოს საელჩოს დესპანი ბექა ჩხეიძე, დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელი ირაკლი კილაძე და ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის ხელმღვანელი მარინა გელაშვილი. სიტყვით გამომსვლელთა შორის, ასევე, იყვნენ ომის მონაწილე, ჩვენი ოთხი თანამემამულე, რომლებმაც მოიგონეს დაღუპული, თუ სასწაულებრივად გადარჩენილ მეგობრებ, ომის ბატალიები. დღეს ჩვენი ემიგრანტიმებრძოლი ბიჭების წინაშე ქედი მოვიხარეთ დადაღუპულ გმირებს პატივი მივაგეთუჭირთ საკუთარ თავზე საუბარი, სხვათა გმირობას უფროჰყვებიან,“ - ამბობს მარინა გელაშვილი. აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცის ქვრივი, მაია ზაბახიძეთვალცრემლიანი, ხმა გაბზარული, მაგრამ ქართლის დედის გენეტიკური კოდის მატარებელი ქალბატონი, არ ჰკარგავს სოხუმში დაბრუნების იმედს და სჯერა, რომ აფხაზ და ქართველ ხალხს ერთმანეთთან ისევ ის ღრმად გამდგარი, მაგრამ დღეს მტრის ხელით დაჭრილი და დჩეხილი ფესვები გააერთიანებს. ტაძარშიც და „ქართულ სახლშიც“ დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელ პანაშვიდს და ხსოვნის საღამოს ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორისა და ქართველ ებრაელთა თემის მრავალი წარმომადგენელი ესწრებოდა.