საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ისრაელში პირველი ქართული ცოდნის ტაძარის კარი გაიღო

2018 წლის 6 ოქტომბერი. ამ დღეს დაიწყო ახალი ერა ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან, უნიკალურ ურთიერთობაში - ისრაელში, რამდენიმე თვის წინ  გახსნილმა ქართულმა საკვირაო სკოლამ პირველი სასწავლო წლის, პირველი ზარი შემოჰკრა. ამ სკოლაში, ისრაელში მცხოვრები, „დედაენა დავიწყებული“ ქართველი ბავშვები, ებრაელ გოგო-ბიჭებთან ერთად დაეწაფებიან ანა-ბანას, საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და ქართულ-ებრაულ ღრმად გამდგარ ფესვებს. დიახ,  ლოდში,  სადაც ქართველ ქრისტიანთა ერთ-ერთი უწმინდესი სალოცავი, წმინდა გიორგის ტაძარი მდებარეობს, 6 ოქტომბრის მზიან დილას,  „ქართულ სახლში" საქართველოს ჰიმნი აგუგუნდა და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ პირველი ქართული საკვირაო სკოლის, პირველი სასწავლო წელი გახსნილად გამოაცხადა. „ბედნიერია ის ქართველი, ვინც ამ დღეს მოესწრო, უფრო ბედნიერი - ვისაც ამ საშვილიშვილო საქმეში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის და უბედნიერესი, ვინს ამ საქმეს საფუძველი ჩაუყარა და თქვენთან ერთად მის მშვენიერ ნაყოფს მოელის“ - მიმართა დამსწრეთ ბატონმა ირაკლიმ.  

ისტორიული დღე და ზეიმი ისრაელში საქართველოს  ელჩმა პაატა კალანდაძემ გახსნა.  მისი სიტყვა იყო ერთდროულად, ოფიციალურიც, საქმიანიც, შინაურულიც და გულამაჩუყებელი  -   გულწრფელი მადლიერებით აღსავსე გულითადი და უპირობო მხარდაჭერისთვის, ისრაელის სახელმწიფოს, ქალაქ ლოდის მერიის, საქართველოს საპატრიარქოს, ისრაელის სამხრეთ რეგიონში საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ მ. ბენიშს და საქართველოს ისრაელელი ყველა მეგობრის მიმართ.

საკვირაო სკოლის პირველი გაკვეთილის გახსნის ზეიმზე  გამომსვლელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, სასიკეთო დაპირებებს იძლეოდნენ, ხუმრობდნენ, მაგრამ, როცა სკოლის დამფუძნებლებმა „ქართული სახლის“ ეზოში დასარგავად კაკლის ხის ნერგი გამოიტანეს, დამსწრეთ სიხარულის ცრემლები წასკდათ. ბავშვებმა თავისი პატარა ხელებით დარგეს მათი სწავლის სიმბოლო. ქართული საკვირაო სკოლის სიაში დღეს 25 ბავშვია. პირველი ზარის დღეს მშობლებმა ისინი უმცროს დებთან და ძმებთან ერთად მოიყვანეს, რათა იმ უმცროსებისთვისაც ეჩვენებინათ, რომ სულ ორიოდ წელში მათაც სასწავლებლად ამ შესანიშნავ ტაძარში მიიყვანდნენ.

ნერგი დარგულია, ცოდნის კარი ღიაა, ბავშვები მერხებთან სხედან. ახლა მათზე ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის ვალია!