საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კულტურის უძველესი კვალი ისრაელის მიწაზე

ამა წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი ისრაელში, ბატონი პაატა კალანდაძე შეხვდა ისრაელის სიძველეების ადმინისტრაციის დირექტორს, ბატონ ისრაელ ჰასონს. შეხვედრაზე, მხარეებმა 2016 წელს, სამხრეთ ისრაელის ზღვისპირა ქალაქ აშდოდში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბიზანტიური ქალაქის ნანგრევებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, ქართული ეკლესიის (შესაძლოა მონასტრის) კვალის არსებობაზე ისაუბრეს.

ადგილობრივი ექსპერტების მონაცემებით, ხსენებული ობიექტი სავსებით შესაძლებელია, გახლდეთ ისრაელის ტერიტორიაზე შექმნილი, ყველაზე ძველი ქართული საკულტო ცენტრი. ისრაელელი არქეოლოგების ვარაუდით, აღნიშნულ ძეგლი სულ მცირე 1500 წლისაა.

საქართველოს ელჩმა და ბატონმა ი. ჰასონმა ყურადღება აღნიშნული ობიექტის შესწავლისა და კვლევის საქმეში ქართველი მეცნიერების ჩართულობაზე გაამახვილეს და საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი სამომავლო გეგმა დასახეს.