საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო ისრაელელი მედიკოსების მადლიერია

 

საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში  გამოხატავს გულითად მადლიერებას „შება“-ს სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციისა და ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალისადმი საქართველოს მოქალაქის მიმართ აღმოჩენილი დახმარებისათვის. ა.წ. 8 აგვისტოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაში, მოთავსებულ იქნა „შება“-ს სამედიცინო ცენტრში. 8 აგვისტოდან დღემდე პაციენტმა გაიარა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. ისრაელელი ექიმების მაღალპროფესიული და დაუღალავი ძალისხმევის შედეგად მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ისრაელური მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ქართველი ქალბატონი, ხსენებული ცენტრის სამედიცინო ჯგუფის თანხლებით, ესკორტირებულ იქნა საქართველოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პაციენტი გააგრძელებს შემდგომ რეაბილიტაციას.  ხაზგასასმელია, რომ მკურნალობისა და საქართველოში გადაყვანის ხარჯები სრულად დაფარა ისრაელურმა მხარემ.