საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიზიტი კომპანია „ისრაელის საავიაციო ინდუსტრია“-ში (IAI)


ა.წ. 31 ოქტომბერს, საელჩოს დესპანმა ბექა ჩხეიძემ მონაწილოება მიიღო კომპანია IAI-ის მიერ ისრაელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგნელებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ აღნიშული საწარმოს საქმიანობას.

ბექა ჩხეიძემ მრგვალი ფორმატის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს თაობაზე. ამასთან, ისაუბრა ავია-ინდუსტრიის სფეროში საქართველოს გამოცდილების შესახებ.