საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრს შეხვდა


ა.წ. 7 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე ისრაელის სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ მოშე კაჰლონს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, რომელიც გამოიხატება ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხს. ბატონმა კალანდაძემ და ბატონმა კაჰლონმა აღნიშნეს, რომ ხსენებულ საკითხში თანამშრომლობის კარგი პერსპექტივა არსებობს და შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების აუცილებლობაზე.