საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. კირიათ-ბიალიკის დელეგაციის ვიზიტი საელჩოში

ა.წ. 8 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ საელჩოში უმასპინძლა ქ. კირიათ-ბიალიკის მერს, ბატონ ელი დუკორსკის და ქალაქის ქართველ ებრაელთა თემის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა  ბ-ნ მერს ა.წ. 30 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ბატონმა პ. კალანდაძემ ხაზი გაუსვა  ქ. კირიათ-ბიალიკის ქართველ ებრაელთა თემისა და უშუალოდ ქალაქის მერის განსაკუთრებულ ძალისხმევას საქართველო-ისრაელის ურთიერთობების განმტკიცებაში. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოდან ამოსულ ებრაელთა მნიშვნელოვანი როლი ორ ქვეყნის დაახლოებაში.

საქართველოს ელჩმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ქ. კირიათ-ბიალიკის ქართველ ებრაელთა თემის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ბატონი შოთა (შაბთაი) წვენიაშვილის მოღვაწეობას და მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მიულოცა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა ბატონ შ. წვენიაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები გადასცა.