საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი აირჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100%-ის (3 705 საარჩევნო უბანი) დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მმართველი პარტიაქართული ოცნებისმიერ მხარდაჭერილ, დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59.52 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ  გრიგოლ ვაშაძეს კი - 40.48 %-მა.

რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 780 633.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია .. 16 დეკემბერს გაიმართება.

ხაზგასასმელია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იქნება ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი.