საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პროფესორ ივანე კუზანოვის 70 წლის აღნიშვნა ქ. აშდოდში

  ა.წ. 1 დეკემბერს, ქ. აშდოდში სასტუმრო ,,Leonardo Beach’’-ის სადღესასწაულო დარბაზში გაიმართა ცნობილი ქართველი ექიმის, ბ-ნი ივანე (ივა) კუზანოვის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც მიეძღვნა  ქართველი ღვაწლმოსილი მედიკოსის დაბადების 70 წლისთავის იუბილეს.

   ღონისძიებაზე ასევე სრულყოფილად იქნა წარმოჩენილი ბ-ნი ივანე კუზანოვის შექმნილი სამედიცინო ბრენდი ,,კუზანოვის ესთეტიკური  ქირურგიის კლინიკა’’, რომლის პოპულარობა უკვე დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. 

  იუბილეს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ბ-ნი პაატა კალანდაძე, რომელმაც მილოცვაში აღნიშნა ივანე კუზანოვის დიდი ღვაწლი საქართველოში თანამედროვე მედიცინის განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში საზღვრებს გარეთ.