საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ალექსანდრე ჯულაყიძის ახალი გამარჯვება ისრაელში

 

ამა წლის 5 მარტს, ქ. იერუსალიმის “Eden Tamar Music Center”-ში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, ალექსანდრე ჯულაყიძის სოლო კონცერტი. ქართველმა ხელოვანმა კონცერტზე შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ორი საფორტეპიანო სონატა, ფრედერიკ შოპენის ბალადა და ორი პოლონეზი. აღსანიშნავია რომ ა. ჯულაყიძის ეს კონცერტი, ერთდროულად, მისი საგამოცდო შესრულებაც გახლდათ, რომელსაც საერთაშორისო რანგის 4 მაესტრო აფასებდა - ოთხივემ, ქართველ პიანისტს, უმაღლესი 100 ქულა მიანიჭა. შეგახსენებთ, რომ შარშან, ისრაელის საფორტეპიანო კონკურსში “Kalmi Piano Competition 2018”, ალექსანდრე ჯულაყიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ვულოცავთ ალექსანდე ჯულაყიძეს ახალ, დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.