საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კვალი იერუსალიმში

ა.წ. 6 მარტს, საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში პაატა კალანდაძე ეწვია ქ. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარს, სადაც შეხვედრა გამართა ხსენებული ტაძრის წინამძღვართან, მეუფე ისიდორუსთან. მეუფეს თანხლებით ელჩმა დაათვალიერა მაცხოვრის ტაძრის კომპლექსში მდებარე აბრაამის სამლოცველოსა და თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. ასევე, ის ქტიკტორული წარწერა, რომელიც ზემოთხსენებული ეკლესიის კედელზე 1700 წელს გიორგი აბაშიძის ინიციატივით იქნა განთავსებული. აღნიშნული წარწერა წარმოადგენს ფასადურ ქვას, რომელიც მიმდინარე აღგენითი სამუშაოს გამო დაცულია სპეციალურ სკივრში. მეუფე ისიდორიუსის განმარტებით, ქართული ქტიკტორული წარწერა თავის პირვანდელ ადგილს თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.