საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ლოდის და ქ. გორის ურთიერთობები ღრმავდება

ა.წ. 11 მარტს, ქ. ლოდის ,,ჰისთადრუთ’’-ის შენობაში, ქ. გორის მერმა ბატონმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ქ. ლოდის მერმა ბატონმა იაირ რევივომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ორ ქალაქს შორის დაძმობილების შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ბატონი პაატა კალანდაძე, ქ. გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია, ქ. ლოდის მერიის თანამშრომლები და ქართველ ებრაელთა თემის თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ხელმოწერის ცერემონიაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ქალაქებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას,  რომელიც თავის მხრივ დადებით ზეგავლენას ახდენს  საქართველოს და ისრაელს შორის არსებულ კავშირებზე.

ქ. ლოდის მერმა დიდი პატივით მიიღო ბატონი კ. თავზარაშვილის მოწვევა, ა.წ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  ქ. გორში ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით.