საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ქართულ სახლზე“ ისრაელში პირველი ქართული საკვირაო სკოლის აბრა გაიხსნა

 

ამა წლის 26 ივნისს, ქ ლოდის „ქართულ სახლის“ კედელზე, საქართველოს ელჩმა ისრაელში, ბატონმა პაატა კალანდაძემ და ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაციის „მამული“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ, სახლის ეზოში შეკრებილი საპატიო საზოგადოების წინაშე საზეიმოდ გახსნეს აბრა, რომელზეც ვკითხულობთ: „ამ სახლში, 2018 წლის 6 ოქტომბერს, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ისრაელში პირველი ქართული საკვირაო სკოლა „მამული“.
საქართველოს საელჩო ბედნიერია, რომ ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად, ამ დიდებულ საქმეს ედგა სათავეში. ისრაელში პირველ ქართულ საკვირაო სკოლას გაძლიერებას, დიდი ხნის სიცოცხლესა და მეგობართა მუდმივ თანადგომას ვუსურვებთ.