საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი სტუდენტები ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში „IPhO 2019“ მონაწილეობენ

 

ამა წლის 7 ივლისს, ქ. თელ-ავივის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ფიზიკის 50–ე საერთაშორისო ოლიმპიადას „IPhO 2019“, რომელზეც მსოფლიოს 70- ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების გუნდებს შორის, თავს საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ნაკრებიც იწონებდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს, რომელიც საზეიმო ვითარებაში ჩატარდა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფს მხარში ისრაელში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულიბექა ჩხეიძე ედგა. საქართველო ყოველთვის ამაყობდა მსოფლიოში აღიარებული, ფიზიკის ქართული სკოლით და მისი მაღალი მიღწევებით. გვჯერა, რომ ქართველ ფიზიკოსთა ახალი თაობაც ისრაელის ოლიმპიადაზე თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის. საქართველოს საელჩო ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს წინსვლასა და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს.