საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი სტუდენტი განსაკუთრებული აკადემიური მოსწრებისათვის ხაიფას უნივერსიტეტში დააჯილდოვეს

ა.წ. 23 ივლისს, ხაიფას უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დახურვის საზეიმო ცერემონია. ხსენებულ სამაგისტრო პროგრამაში ისრაელური მხარის სრული დაფინანსებით საქართველოდან მონაწილოება მიიღო გურანდა თეთრაძემ. საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში - „ბავშვის განვითარების“ (Child Development) სპეციალობით -  სტუდენტები წარმოდგენილი იყვნენ 16 სხვდასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ, ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებიდან. აღსანიშნავია, რომ გურანდა თეთრაძემ გარდა იმისა, რომ წარჩინებით დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა, ხაიფას უნივერსტიტეტის პროფესორების მაღალი შეფასება დაიმსახურა და გადაეცა სპეციალური ჯილდო განსაკუთრებული აკადემიური მიღწევისა და საბოლოო პროექტისათვის. სასწავლო კურსის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს საელჩოს წარმოადგენდა კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი.