საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბათუმის ქალთა კამერული გუნდი აბუ გოშის მუსიკალურ ფესტივალზე

ამა წლის 21 ოქტომბერს, ქალაქ აბუ გოშის ღვთისმშობლის ტაძარში („კირიათ იარიმი“) საგუნდო მუსიკის ფესტივალზე „აბუ გოში“ (18-21 ოქტომბერი, 2019 ) პირველად მონაწილეობდა ბათუმის ქალთა კამერული გუნდი. გუნდს ხელმძღვანელობენ დირიჟორები ზაირა და გელა ვადაჭკორია. კონცერტზე, რომელიც ორი საათი გაგრძელდა, ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს მსოფლიოს და ქართული კლასიკური საგუნდო მუსიკის შედევრები, ასევე, ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები, ქართველი მუსიკოსების: გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, საქართველოსა და ისრაელის ცნობილი კომპოზიტორების იოსებ (სოსო)  ბარდანაშვილის და რუბენ კაჟილოტის ნაწარმოებები. ორგანიზატორებმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ბათუმის ქალთა გუნდის ფესტივალში მონაწილეობის საქმეში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. აბუ გოშის ღვთისმშობლის ტაძარში გამართულ კონცერტამდე ორიოდ დღით ადრე, გუნდმა ისრაელის წმინდა ადგილები მოინახულა და ლოდის წმინდა გიორგის ტაძარსა და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართულად იგალობა.