საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. თელ-ავივში საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გაიმართა

ა.წ. 13 ნოემბერს, ქ. თელ-ავივში, ქართულ რესტორანში „სუფრა“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ისრაელში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე. პრეზენტაციას ესწრნებოდნენ ისრაელური ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, ტურიზმის საკითხზე მომუშავე ჟურნალისტები და ბლოგერები. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საელჩოს დესპანი ბექა ჩხეიძე. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ანა კეკელიამ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ტურიზმის სექტორის თაობაზე. დასასრულს, ორგანიზატორები ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდნენ .