საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ისრაელურმა გამომცემლობა ,,ბახურ ბუქს''-მა ივრითზე თარგმნილი ქართველ კლასიკოსთა მოთხრობები გამოსცა

ამა წლის 18 ნოემბერს,საქართველოს ელჩი, ბ-ნი ლაშა ჟვანია შეხვდა ისრაელური გამომცემლობა „ბახურ ბუქს“ -ის მფლობელებს ბ-ნ იტაი ბახურსა და ქ-ნ ხედვა როკახს. წელს, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ,,ბახურ ბუქს"-მა ქართული კლასიკური პროზის მცირე ანთოლოგია - „ქართული მოთხრობები“ გამოსცა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ეკატერინე გაბაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის და ნოდარ დუმბაძის ივრითზე თარგმნილი რამდენიმე მოთხრობა შევიდა. „ქართული მოთხრობა“ გახლავთ „ბახურ ბუქს“-ის მიერ ისრაელში, ქართული კლასიკური ლიტერატურის გამოცემის მეორე მცდელობა (2018 წელს გამოიცა და გავრცელდა ვაჟა ფშაველას პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ორენოვანი ქართულ-ებრაული წიგნი). შეხვედრაზე ელჩმა და გამომცემლებმა ამ ისტორიული წიგნის ისრაელელი საზოგადოებისთვის ღირსეულად წარდგენის ტექნიკური საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.