საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ქ. ხოლონის მერთან

ამა წლის 25 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია და საელჩოს მრჩეველი მანანა დუმბაძე ქ. ხოლონის მერს, ბატონ მოტი სასონს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქის მუნიციპალიტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც. მხარეებმა ქართველი ებრაელებით მჭიდროდ დასახლებული ქალაქ ხოლონისა და საქართველოს ტრადიციულ კეთილ ურთიერთობებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ბატონმა ლაშა ჟვანიამ მერიის წარმომადგენლები დაპატიჟა „შოთაობაზე“, რომელსაც ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორა 29 ნოემბერს, ხოლონის „შოთას პარკში“ იზეიმებს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩმა ხოლონის მერს საელჩოს თაოსნობით, ივრითზე თარგმნილი და ისრაელში გამოცემული, ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და ქართული პროზის ანთოლოგია - „ქართული მოთხრობა“ გადასცა.