საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ.ხოლონში ,,შოთაობა" აღინიშნა

ამა წლის 29 ნოემბერს, ისრაელის ქ. ხოლონის „შოთას პარკში“, საქართველოს საელჩომ, ისრაელში ქართული დიასპორის ორგანიზაციებთან - „მამული“ და „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ ერთად, შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ზეიმი „შოთაობა“ გამართა. ზეიმს დაესწრო ხოლონის მერი მოტი სასონი, ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის ფართო საზოგადოება, ქართველ ებრაელთა თემის მრავალი წარმომადგენელი და ხოლონის ადგილობრივი მოსახლეობა. ზეიმი სიტყვით გახსნეს ხოლონის მერმა და საქართველოს ელჩმა ბატონმა ლაშა ჟვანიამ. დამსწრე საზოგადოებას „შოთაობა“ მიულოცეს ქალაქ ხოლონში შოთა რუსთაველის პარკის დამაარსებელმა (2014წ), მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ, ბატონმა შალომ დავითმა (შალვა დავითაშვილი) და ისრაელელმა გამომცემლებმა იტაი ბახურმა და ხედვა როკახმა. ზეიმზე შესრულდა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ლექსები და ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და ებრაულ ენებზე. ზეიმის განმავლობაში, „შოთას პარკში“ დიდი შოთას აფორიზმები და ქართული ხალხური სიმღერები ისმოდა.