საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოქალაქეთა საყურადღებოდ

ისრაელში COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა დროული გამოვლინების მიზნით, 2020 წლის 9 მარტს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტის 20:00 საათიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, ისრაელში შემოსვლის მსურველთათვის, დაწესდა სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია.
შეზღუდვის პერიოდში, საქართველოდან ისრაელში მომავალმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

1. ისრაელში გამოფრენამდე საქართველოს მოქალაქემ 5 დღით ადრე უნდა მიმართოს საქართველოში ისრაელის საელჩოს ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected] (მიმართვის ფორმა თან ერთვის);

2. 5 სამუშაო დღის შემდგომ, მოქალაქე მიიღებს შესაბამის პასუხს ქვეყანაში შემოსვლის თაობაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა მოქალაქემ ზუსტად მიუთითოს საიზოლაციო განთავსების ადგილი, კონკრეტული ბინის მისამართი (სასტუმრო, ჰოსტელი, საერთო საცხოვრებელი და ა.შ. არ განიხილება);

3. ისრაელის სასაზღვრო პოლიცია და მიგრაციის სამსახური, უფლებას იტოვებს, ნებართვის ქონის შემთხვევაშიც, ინდივიდუალურად ადგილზე განიხილოს თითოეული შემთხვევა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქართველოში ისრაელის საელჩოს საკონსულო სამსახურში გასაგზავნი ფორმა

I, Mr./Mrs. ……………………………………………………………… intend to arrive to Israel for a visit between the dates ………………...…… on flight ……………………………… from ……………………………………………………….

I declare in full honesty and commit myself that upon arrival to Israel, I will confine myself to home quarantine with ………………………. at the address: ………………………….………………………………………………………………

Email: ………………………………..
Telephone/Mobile phone: ……………………………

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: [email protected], ტელეფონი: +972-3-6093206, ცხელი ხაზი: +972 52 6919092