საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეთანხმება !

   მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებით დასაქმების შესახებ.

 ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში უმოკლეს ვადებში ხელი მოეწერება  ოქმებს, წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე, საქართველოს მოქალაქეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.