საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა ჟვანიას შეხვედრა ქ. კირიათ იამის მერთან

2020 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია ვიზიტით იმყოფებოდა ქ. კირიათ იამში.  ჟვანიამ შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან დავიდ ევენ ცურთან. საუბარი შეეხო ისრაელში მცხოვრები ქართული დიასპორის  წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, ინტეგრაციისა და ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების საკითხებს. მხარეებმა, პანდემიის დასრულების შემდეგ, ისრაელისა და საქართველოს ქალაქების დამეგობრობის საკითხებზე იმსჯელეს.