საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ტრეინინგ კურსის დახურვის ცერემონია

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტებისთვის ჩატარებული, MATC_MASHAV სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ტრეინინგ კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელზეც ჩვიდმეტი ქართველი კურსდამთავრებული MATC_MASHAV -ის პროგრამის სერტიფიკატით და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო სამინისტროს მაღალჩინოსნები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ცენტრის გენერალური დირექტორი, პროგრამის ხელმძღვანელები და საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ბარტონი ლაშა ჟვანია, რომელმაც ხაზი გაუსვა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს - MASHAV პროგრამებში საქართველოს სპეციალისტთა მონაწილეობის მნიშვნელობას.