ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სხვადასხვა ცნობები

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის მისაღებად ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:

 

· განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და მისი ასლი;

· გვარის შეცვლის შემთხვევაში - გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი ( მაგ.: სახელის, გვარის, მამის სახელის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა).

· იმ შემთხვევაში თუ მანამდე იმყოფებოდით რეგისრირებულ ქორწინებაში - წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან გარდაცვლილი მეუღლის გარდაცვალების მოწმობა).

ცნობის საფასურია 20 აშშ დოლარი. დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის გთხოვთ უშუალოდ დაუკავშირდეთ საელჩოს საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

 

 ცნობა ნასამართლეობის შესახებ

ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე.

ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად ისრაელში  საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტები:

საქართველოს მოქალაქის განცხადება (რომელიც შესაძლებელია მიიღოთ საკონსულო სამსახურში );

განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) და მისი ასლი;

ცნობის გაცემის თხოვნით, შესაძლოა აგრეთვე მოგვმართოს განმცხადებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც სანოტარო აქტის (მინდობილობის) საფუძველზე, უფლებამოსილია, განახორციელოს ცნობის გამოთხოვა/განცხადების წარდგენა.

ნასამართლეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა:

ა) გარდაცვლილ პირზე

ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა უფასოა

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ