ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის ქ–ნ თამარ ჩუგოშვილის ვიზიტი ისრაელში

 ა.წ. 14–15 თებერვალს, ისრაელს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი ქ–ნ თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს პარლამენტში საქართველო–ისრაელის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი. ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, ქ–ნმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრები გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილესთან ბ–ნ ცვი რავ–ნერთან, ასევე „ქნესეთ“–ში საქართველო–ისრაელის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეებთან და ამ ჯგუფის წევრებთან. ქ–ნ თ. ჩუგოშვილი, ასევე, შეხვდა კოალიციური მთავრობის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელს ბ–ნ დავით ბიტანს, პარტია „ეშ ატიდი“–ს ლიდერს ბ–ნ იარ ლაპიდსა და ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებს. საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიესალმა „ქნესეთი“–ს პლენარული სხდომა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედა საქართველოს საპატიო კონსულებთან, რომლებიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ქ. იერუსალიმსა და ისრაელის სამხრეთ რეგიონში.  საქართველოს პარალმენტის პირველ ვიცე–სპიკერის ზემოაღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლდათ, ორ ქვეყანას შორის, ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავება.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ