ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საერთაშორისო ტრეინინგ პროგრამა -

2017 წლის 16 თებერვალს, საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი დაესწრო „მაშავის“ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის (MATC) მიერ ორგანიზებული  საერთაშორისო ტრეინინგ კურსის „მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“-ის დახურვის საზეიმო ცერემონიას. საერთაშორისო ტრეინინგ კურსში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს: ედიშერ ბულიამ, სამეგრელოს მეფუტკრეობის ასოციაციის თავმჯომარის მოადგილე; თინა გელაშვილმა, მეფუტკრეობის კოოპერატივი „სურნელი“; ირაკლი ჯანაშიამ, მკვლევარი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; ნინო ყიფიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტო; ზვიად სანიკიძემ, მეფუტკრეობის კოოპერატივი „Ope et Labora”.  მონაწილეები ორკვირიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში გაეცნენ ისრაელის საუკეთესო გამოცდილებას მეფუტკრეობის დარგში. გამართეს შეხვედრები სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეწვივნენ მეფუტკრეობის მეურნეობებს და გაეცნენ ისრაელის მიერ ამ სფეროში გამოყენებულ ტექნოლოგიებს. მათ შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ამ სფეროში ისრაელის მიღწევებს და გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება. კურსის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა  ა.ჯიშკარიანმა ტრეინინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართველ კურსდამთავრებულებს საპატიო მოწმობები გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამა „მაშავი“-ის სააგენტოს ხელმძღავანელი და ისრაელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ