ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველი სპეციალისტების ვიზიტი იერუსალიმში

ამა წლის 14-16 თებერვალს, ისრაელის ბავშვთა კლინიკებს „Shalva National Center“ და “Alyn Hospital”-ს, დოქტორ ირმა ხაბაზის ხელმძღვანელობით, ქართველი სპეციალისტები სტუმრობდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“, იაშვილის სახელობის კლინიკის, ორგანიზაციები „პირველი ნაბიჯის“ და „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის“ სპეციალისტები. ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა „მაშავის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა-რეაბილიტაციის დარგში ისრაელში დღეს არსებულ გამოცდილებას. ქართველმა და ისრაელელმა სპეციალისტებმა იმსჯელეს მხარეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

ზემოხსენებული ვიზიტი განხორციელდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის მეუღლის  ქალბატონ თამარ კალანდაძის პატრონაჟით.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ