ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. ბათ-იამი თავისი საპატიო მოქალაქის, მხატვარი რაფი მეშელის (მოშიაშვილი) იუბილეს აღნიშნავს

ამა წლის 21 თებერვალს, ქ. ბათიამის აუდიტორიუმში გაიმართა ცნობილი ქართველი ებრაელი მხატვრის რაფი მეშელის (მოშიაშვილი) შემოქმედების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და მისი ახალი ალბომის წარდგინება. ბატონი რაფი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, დაამთავრა თბილისის თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. ბატონი რ. მეშელი ცნობილი ფერმწერია, რომელიც გახლავთ ისრაელ-ამერიკის ფონდის და ორგანიზაცია „კერენ კაიემეთის“ პრემიების ლაურეატი. მისი ფერწერული ტილო ისრაელის სახელმწიფოს „ქნესეთის“ შენობაშიც არის გამოფენილი. რ. მეშელი გახლავთ ქ. ბათ-იამის საპატიო მოქალაქე და თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი. რაფი მეშელს იუბილე და ახალი ალბომის გამოცემა მიულოცეს ქ. ბათი-ამის მერმა, საქართველოს ელჩმა, თელავივის უნივერსიტეტის სახელოვნებო კათედრის ხელმძღვანელებმა, კოლეგა მხატვრებმა, მწერლებმა და ჟურნალისტებმა. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ