ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ უმასპინძლა „Global Jewish Agency”-ს დირექტორს

ამა წლის 23 თებერვალს, საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Jewish Agency“-ს დირექტორთან ქალბატონ ავიტალ ლეიბოვიჩთან. შეხვედრაზე ა. ლეობოვიჩმა საქართველოს ელჩს უამბო იმ საქმიანობაზე, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაცია აწარმოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ისრაელში (ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წარმომადგენლობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია, ისრაელის სახელმწიფოსა და მსოფლიოს ებრაულ თემებს შორის შემაკავშირებელი რგოლის ფუნქციებს ასრულებს).  

მხარეებმა ისაუბრეს საელჩოსა და „Global Jewish Agency“-ს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ამ კუთხით განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ისეთი ერთობლივი ღონისძიების განხორციელებაზე, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ