ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს შსს-ს აკადემიის ვიზიტი ისრაელში

2017 წლის 5 მარტს ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ისრაელის ეროვნული პოლიციის აკადემიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტად ესტუმრა. საქართველოს შსს-ს პოლიციის აკადემიის დელეგაციას აკადემიის პრორექტორი - ივანე პაპიაშვილი ხელმძღვანელობდა, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ: შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი, თორნიკე გაბინაშვილი, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამშენებლო სამმართველოს უფროსი, დიმიტრი ნადირაძე და შსს სამშენებლო სამმართველოს თანამშრომელი, მედეა ქირია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ისრაელის ეროვნული პოლიციის აკადემიის რექტორთან, პოლიციის გენერალთან, ჰაიმ ბლუმენფელდთან, ასევე ისრაელის პოლიციის აკადემიის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან. ქართულ მხარეს მიეცა შესაძლებლობა დეტალურად გაცნობოდა ისრაელის პოლიციის აკადემიის კურსანტების მომზადების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეთოდებსა და ასპექტებს. ამასთან, მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს ორი ქვეყნის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ