ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველი პარლამენტარები „ქნესეთში“

ა.წ. 6 მარტს, ისრაელის „ქნესეთის“ ორგანიზებით გაიხსნა საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით: „დიასპორისა და სამშობლოს ურთიერთობა“  (Diaspora-Homeland Relation). ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ისრაელის „ქნესეთის“ სპიკერმა გუშინვე საზეიმო ვახშამზე უმასპინძლა ოცდაათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაციებს. ხაზგასასმელია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე და ხსენებული კომიტეტის წევრი ბატონი შოთა შალელაშვილი.  ქართველი პარლამენტარები ღონისძიების ფარგლებში, რომელიც გაგრძელდება ა.წ. 8 მარტამდე, სემინარით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობის გარდა, შეხვედრებს გამართავენ თავიან ისრაელელ კოლეგებთან, ასევე, ა.წ. 8 მარტს, ისრაელში საქართველოს საელჩოში გაიმართება ზემოხსენებული ქართველი პარლამენტარების შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ