ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩოში ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტარებს შეხვდნენ

ამა წლის 8 მარტს, საელჩოში გაიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი ზვიად კვაჭანტირაძისა და ამავე კომიტეტის წევრის, ბატონი შოთა შალელაშვილის შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ შეხვედრაზე პარლამენტარებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოში მიმდინარე აქტუალური მოვლენები და ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტითაც დაკავებულია საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხების კომიტეტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების მიერ საზღვარგარეთ ქართულ დიასპორებთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრას, რომელიც სამი საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ისრაელში მცხოვრები საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო და ორივე მხარისთვის უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.     

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ