ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მეცნიერებისა და დიპლომატების ყოველწლიური კონფერენცია

 ა.წ. 16 მარტს, ისრაელის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თელ-ავივში გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით „მეცნიერება და დიპლომატები“, რომელიც მიეძღვნა ისრაელის სახელმწიფოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის დარგებში დღეს არსებულ ვითარებას. ხსენებულ ღონისძიებას, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა პ. კალანდაძემ, ესწრებოდნენ ისრაელში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ქვეყნის სამეცნიერო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა ისრაელის სახელმწიფოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის მინისტრმა ბატონმა ოფირ აკუნისმა.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ