ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველი მომღერლის ტრიუმფალური გასტროლები ისრაელში

დიდი წარმატებით დასრულდა თელ-ავივის საოპერო თეატრში შ. გუნოს ოპერა „ფაუსტის“ შესანიშნავი თანამედროვე ინსცენირება, რომელშიც მარგარიტას პარტიას ასრულებდა ქართველი მომღერალი თამარ ივერი. ზუსტად ერთი თვე, თელავივის ოპერის აუდიტორია ფეხზე ამდგარი ასაჩუქრებდა ჩვენს უნიჭიერეს თანამემამულეს მხურვალე აპლოდისმენტებითა და თაიგულებით. თამარის ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიმდინარეობდა. 25 მარტს, „ფაუსტის“ ბოლო სპექტაკლს დაესწრო საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ბატონი პაატა კალანდაძე და მისი მეუღლე, ქალბატონი თამარ კალანდაძე. საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და ქალბატონ თამარს ულოცავს ამ კიდევ ერთ დიდ წარმატებას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ