ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების წარმატება ისრაელში

 

აწ. 29 მარტს, ისრაელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრად აღიარებულ ქალაქ ბეერშევას კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში თავისი ნიჭი და ოსტატობა სრულად წარმოაჩინეს, ბეერშევის კონსერვატორიის მოწვევით, კლასიკური მუსიკის საღამოზე მიპატიჟებულმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, პიანისტმა ნათია ქავთარაძემ, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ("ნიჭიერთა ათწლედი“) VIII კლასის მოსწავლემ, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, პიანისტმა ალექსანდრე შუბითიძემ  და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტმა, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, ვოკალისტმა ქეთევან სიხარულიძემ (სოპრანო). საქართველოს საელჩო სიხარულით იზიარებს ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ღირსეულ წარმატებას ისრაელში და კიდევ უფრო დიდი სიმაღლეების დაძლევას უსურვებს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ