ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ. აშკელონში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ამა წლის 5 აპრილს, ქ. აშკელონში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატიო საკონსულო, რომელსაც უხელმძღვანელებს ისრაელის სამხრეთ რეგიონში საქართველოს საპატიო კონსული, ბატონი მენი ბენიში. საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის პატივი ერგოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ზვიად გონაძეს და ქ. აშკელონის ვიცე მერს მიშელ ბუსკილას. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისრაელში საქართველოს საელჩოს, ქ. აშკელონის მუნიციპალიტეტის და აშკელონში მცხოვრებ ქართველ ებრაელეთა თემის წარმომადგენლები. ხსენებული ღონისძიება ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა მედიამ.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ