ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საქართველოს მოქალაქეებთან საელჩოში

 

აწ. 5 აპრილს, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ ზვიად გონაძესთან, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან ბატონ გიორგი ტაბატაძესათან და დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ბატონ  რატი ბრეგაძესათან. აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქართველოს ხელისუფლების იმ ახალ ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების გამყარებისაკენ -  ამ კუთხით ყურადღებას გამახვილდა დიასპორებთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში იხილება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ საიმიგრაციო საკითხებზე - დამსწრეთ მიეცათ სრული ინფორმაცია დღეისათვის შექმნილი ვითარების თაობაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ქართულმა და ისრაელურმა მხარეებმა ერთად უნდა გადადგან საიმიგრაციო საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ