ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ისრაელის სახელმწიფომ „ჰოლოკოსტის“ მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

აწ. 23 აპრილს, ქ. იერუსალიმში, „იად-ვაშემის“ მემორიალურ კომპლექსში გაიმართა სახელმწიფო ცერემონიალი, რომელიც მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის მიერ განადგურებული  ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნას. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელები, სამხედრო და სასულიერო პირები, ასევე, ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. ზემოაღნიშნულ სახელმწიფო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო  ისრაელის სახელმწიფოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების თითქმის ყველა ხელმძღვანელმა, მათ შორის საქართველოს ელჩმაც.

საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და ამ ტრაგედიის გამო თანაუგრძნობს მთელ ებრაელ ხალხს!

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ