ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ახალი წიგნის პრეზენტაცია ქ. ბათ-იამში

ამა წლის 25 აპრილს, ქ. ბათიამის „ეშკოლ პაისის“ სხდომათა დარბაზში გაიმართა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორ ლილი ბააზოვის რუსულენოვანი წიგნის „ებრაელები საქართველოში“ (Евреи в Грузии) წარდგენა. წიგნი წარმოადგენს მონუმენტურ-კონცეპტუალურ მონოგრაფიას ქართველ ებრაელებზე, რომლებმაც უხსოვარი დროიდან საქართველო თავის მეორე სამშობლოდ აღიარეს და დღემდე მისი ერთგულნი დარჩნენ. მონოგრაფიაში ქართველი ებრაელობა (როგორც ეთნოსი) განხილულია მის არა მარტო საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის კონტექსტში, არამედ მსოფლიო ისტორიის და კაცობრიობის კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის ფონზე. წიგნი გამოიცა ისრაელში ქართულ-ებრაული მეცნიერული ბირთვის ინიციატივითა და დაფინანსებით. წარდგინებაზე მოხსენებით გამოვიდნენ პროფესორები დავით ბააზოვი, მოშე დანიელი და იაკობ ოფირი. პრეზენტაციას უძღვებოდა პროფ. დოდო ჩიკვაშვილი. საღამოს ესწრებოდა საქართველოს საელჩოს მრჩეველი მანანა დუმბაძე, რომელმაც საელჩოს სახელით ისრაელის ქართულ თემს მიულოცა ამ საეტაპო წიგნის დაბადება და წარმატებები უსურვა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ