ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

არტურ რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსს წელს ოთხი ქართული გვარი ამშვენებს

აწ. 25 აპრილს, ქ. თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმში დაიწყო არტურ რუბინშტეინის მე-15 საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი, რომელიც 11 მისამდე გაგრძელდება და ფინალში საფორტეპიანო ხელოვნების ახალ მსოფლიოს ვარსკვლავებს გამოავლენს.  საქართველოსთვის წლევანდელი კონკურსი აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ მასში თავის ოსტატობას ორი ნიჭიერი ქართველი პიანისტი ირმა გიგანი და  ლუკა ოქროსცვარიძე (იგივე - ლუკა ოქროს) წარმოაჩენენ. აღსანიშნავია ასევე, რომ ა. რუბინშტეინის წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრებად მოწვეულები არიან ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორი, თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, აჭარის ყოფილი კულტურის მინისტრი იოსეფ ბარდანაშვილი და გამოჩენილი ქართველი პიანისტი, საერთაშორისო აღიარების მუსიკოსი და პედაგოგი ელისო ვირსალაძე.

საქართველოს საელჩო გულისყურით ადევნებს თვალს კონკურსის მიმდინარეობას და წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ