ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიღება ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის სასახლეში

 

ა.წ. 2 მაისს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ  ისრაელის სახელმწიფოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ლიდერები. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბ. ნეთანიაჰუმ და მისმა მეუღლემ. დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ბატონმა რ. რივლინმა, ისე პრემიერ-მინისტრმაც. გაიმართა სპეციალური კონცერტი. საზეიმო ღონისძიების ბოლოს,  ბატონმა რ. რივლინმა და ბ. ნეთანიაჰუმ დამსწრე საზოგადოებასთან ერთად საერთო ფოტო გადაიღო. 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ