ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩოს კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი ისრაელის კალათბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ამირამ ჰალევის შეხვდა

ა.წ. 3 მაისს, ისრაელის კალათბურთის ასოციაციაში გაიმართა საელჩოს კონსულის ა. ჯიშკარიანის შეხვედრა ასოციაციის პრეზიდენტთან ამირამ ჰალევთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საელჩოსა და ასოციაციას შორის, “EuroBasket 2017”-ის ფარგლებში, შესაძლო თანამშრომლობის საკითხები. როგორც ცნობილია, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ნაწილი, კერძოდ, „ბ“ ჯგუფის შესარჩევი თამაშები გაიმართება ისრაელში, სადაც იასპარეზებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები შემდეგი ქვეყნების ეროვნულ გუნდებთან გამართავს შეხვედრებს: ლიტვა (31 აგვისტო), გერმანია (2 სექტემბერი), უკრაინა (3 სექტემბერი), ისრაელი (5 სექტემბერი) და იტალია (6 სექტემბერი).    

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ